5 ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით „ლივერპულს“ დატოვებს

5 ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით „ლივერპულს“ დატოვებს

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" რამდენიმე ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კონტრაქტის ხანგძლივობა უმთავრდება, ზოგს კი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო წასვლა სურს. ახლა დავასახელებთ 5 მოთამაშეს, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

ბენ დეივისი

ინგლისელ ფეხბურთელს, გუნდში გადმოსვლის შემდეგ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. "ლივერპული" დეივისს თითქმის 100%-თ გაყიდის.

ნაბი კეიტა

რამდენიმე სეზონის წინ "ლივერპულში" ნაბი კეიტა გადმოვიდა. უამრავი ტრავმის და დიდი კონკურენციის გამო კეიტა სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. 53 შეხვედრაში გვინეელმა ნახევარმცველმა 5 გოლის გატანა და 5 ასისტის გაკეთება შეძლო.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინი

ინგლისელი "ლივერპულში" 2017 წლიდან თამაშობს და მხოლოდ 74 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. მერსესაიდელთა 15 ნომერი სამწუხაროდ ვერ იქცა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად და დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

ჯერდან შაქირი

შვეიცარიელის გადმოსვლის შემდეგ ყველას აწუხებს კითხვა, რატომ? 2018 წლის შემდეგ, მან მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

დივოკ ორიგი

ბელგიელი "ლივერპულში" 2014 წელს გადმოვიდა თუმცა 4 წელი იჯარით იყო "ლილში" და "ვოლფსბურგში". დაბრუნების შემდეგ ორიგი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ვეინალდუმთან ერთად, "ლივერპულის" მხსნელად იქცა. სწორად იმ სეზონში მერსესაიდელებმა ლიგა მოიგეს . "წითლების" მაისურით, 27-მა ნომერმა 100 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლის გატანა შეძლო.

2 კვირის წინ
262 / 0
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები