დუსან ვლაჰოვიჩი კლუბიდან წასვლაზე მუშაობს [ნიკოლო შირა] – სიაში 8 გუნდია

დუსან ვლაჰოვიჩი კლუბიდან წასვლაზე მუშაობს [ნიკოლო შირა] – სიაში 8 გუნდია

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას, ინფორმაციით, დუსავ ვლაჰოვიჩის აგენტი მუშაობს, რომ სერბი ცენტრფორვარდი სეზონის ბოლოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ფიორენტინადან" სხვა კლუბში გადაიყვანოს.

ფეხბურთელის მხარემ "იასამნისფრებისგან" შემოთავაზებულ 5-წლიან კონტრაქტსა და 2-მილიონიან ანაზღაურებაზე თქვა უარი. ნიკოლო შირა რამდენიმე კლუბს ასახელებს, რომლებიც დუსანით დაინტერესებულთა სიაში მოისაზრებიან: "ბორუსია"; "ლაიფციგი"; "იუვენტუსი"; "მილანი"; "ტოტენჰემი"; ატლეტიკო; "რომა" და ამავდროულად "ლივერპულიც".

"Transfermarkt"-ი 21 წლის ვლაჰოვიჩს 25 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მან "ფიორენტინას" მაისურით 36 მატჩში 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

       ᲨᲔᲛᲝᲒᲕᲘᲔᲠᲗᲓᲘᲗ ᲚᲘᲕᲔᲠᲞᲣᲚᲘᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲥᲝᲛᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲯᲒᲣᲤᲨᲘ: ᲑᲛᲣᲚᲘ

                     შემოგვიერდით ლივერპულის ქართველი ქომაგების გვერდზე: ბმულ

 

2 კვირის წინ
120 / 0
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 117
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები