შედგება თუ არა მბაპეს "ლივერპულში" ტრანსფერი- საბოლოო ინფორმაცია

შედგება თუ არა მბაპეს "ლივერპულში" ტრანსფერი- საბოლოო ინფორმაცია

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, "პსჟ"-ს შემტევის, კილიან მბაპეს "ლივერპულში" ტრანსფერი გამორიცხულია.

გამომდინარე იქიდან, რომ მერსისაიდელებს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ფრანგის ტრანსფერის შანსები ისედაც ძალიან დაბალი იყო, თუმცა მედიაში ჭორები არ წყდებოდა. ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მბაპეს "ლივერპულში" ტრანსფერი გამოირიცხა.

ამჟამად, მისი გადაბირების მთავარ კანდიდატად მადრიდის"რეალი" ითვლება, თუმცა თავის მხრივ პარიზელები დარწმუნებულები არიან, რომ მბაპეს შენარჩუნებას მოახერხებენ, რასაც "სამეფო კლუბიდან" ზინედინ ზიდანის წასვლაც ხელს უწყობს.

 

 

1 კვირის წინ
522 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ