იურგენ კლოპი "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავით დაინტერესდა

იურგენ კლოპი "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავით დაინტერესდა

ცოტა ხნის წინ, მედიაში  კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრისა და "ლივერპულის" კავშირზე დაიწერა. 

დღეს, Mundo Deportivo და Daily Star იტყობინებიან, რომ მერსისაიდელები ესპანელი ფეხბურთელის ყიდვით კვლავ დაინტერესებულნი არიან. მეტიც, მისი თამაშით იურგენ კლოპი მოხიბლულია და ტრანსფერი პირადად გერმანელი სპეცეალისტის სურვილია.

თავის მხრივ, "ბარსელონა" მისი გაყიდვის მომხრე არაა და დაინტერესებული გუნდებისგან თავის დაზღვევის მიზნით აპირებს, რომ პედრის  ახალი და გაუმჯობესებული კონტრაქტის პირობები შესთავაზოს.

 

2 დღის წინ
237 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 203
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ