"ლივერპულს" ტილემანსის გადმობირება გაუჭირდება – მიზეზი ცნობილია ["Anfieldwatch"]

"ლივერპულს" ტილემანსის გადმობირება გაუჭირდება – მიზეზი ცნობილია ["Anfieldwatch"]

"Anfieldwatch"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულს" იური ტილემანსის გადმობირება გაუჭირდება.

მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მერსესაიდულ კლუბს რეალური დაინტერესების შემთხვევაში საკმაო თანხის გადახდა მოუწევს, რაც "წითლებისთვის" სახარბიელო ნამდვილად არაა.

ბელგიელ ცენტრალურ ნახევარმცველს გასული სეზონი, მართლაც, ბრწყინვალე ჰქონდა და, როგორც ჟურნალისტმა, პოლ გორსტმა, აღნიშნა, სარფიანი შეთავაზება იქნება საჭირო მის "ლივერპულში" გადმოსაყვანად.

"Transfermarkt"-ი ტილემანსს 55 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა "მელიების" მაისურით 51 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1 თვის წინ
192 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 268
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ