მოიყვანს თუ არა "ლივერპული" ვეინალდუმის შემცვლელს – პოლ გორსტის კომენტარი

მოიყვანს თუ არა "ლივერპული" ვეინალდუმის შემცვლელს – პოლ გორსტის კომენტარი

როგორც იცით, ჯორჯინიო ვეინალდუმი მომავალი სეზონიდან "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას დაიცავს და საინტერესოა, დაიმატებს თუ არა "ლივერპული" ნიდერლანდელი ნახევარმცველის შემცვლელს.

ცხადი ხდება, რომ "წითლებისთვის" ჯინის შემცვლელის მოყვანა პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ამ თემის არ განხილვაც მოულოდნელი იქნება.

სწორედ ამ საკითხზე "ლივერპულის" ჟურნალისტმა, პოლ გორსტმა, ისაუბრა.

"როგორც მესმის, "ლივერპული" გეგმავს, რომ ვარსკვლავთა კონტრაქტების ამბავი მოაგვაროს. ისიც ცნობილია, რომ დღის წესრიგის თავში ვეინალდუმის მოყვანა არ ფიგურირებს. გაოცებული ვიქნები, თუ კლუბი მის პოტენციურ შემცვლელს არ მოძებნის, რომელმაც გასულ სეზონში 51-ჯერ ითამაშა. კეიტა და ოქსლეიდ-ჩემბერლენი ამ სიცარიელეს ვერ შეავსებენ", – დასძინა პოლმა.

1 თვის წინ
181 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 268
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ