Mirror: "ლივერპული" ვეინალდუმის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა

Mirror: "ლივერპული" ვეინალდუმის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა

Mirror-ის ჟურნალისტის, დევიდ მედოკის ინფორმაციით, "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელს გაიფორმებს.

წყარო იტყობინება, რომ მერსისაიდელები ნიდერლანდელი ნახევარმცველის ალტერნატივას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იყიდის, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერის სავარაუდო თარიღი და ფეხბურთელის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მედია ამ კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად ფლორიან ნიუჰაუსს განიხილავს, რომელიც ამჟამად "გლადბახის" ღირსებას იცავს. მათ გერმანელის ტრანსფერი 40 მილიონზე მეტი დაუჯდებათ, თუმცა ცნობილია, რომ "ლივერპულმა" მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი "პსჟ"-ს რიგებს ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

 

1 თვის წინ
573 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 268
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ