ჰენდერსონსა და "ლივერპულს" შორის გაუგებრობაა? - რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები

ჰენდერსონსა და "ლივერპულს" შორის გაუგებრობაა? - რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები

"ლივერპული" და ჯორდან ჰენდერსონი ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით, შეთანხმებამდე ვერ მიდიან.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, სიტუაცია შემდეგნაირია - ხელმძღვანელობას სურს, რომ ჰენდერსონმა კლუბთან კონტრაქტი ბოლომდე ამოწუროს, შემდეგ კი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თამაშის ხარისხის მიხედვით, მოკლევადიანი ხელშეკრულებები აფორმოს. 

თავის მხრივ, კაპიტანმა მათ ნათლად დაანახა, რომ ამის წინააღმდეგია. ჰენდერსონს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა და ამ პირობებზე დათანხმებას არ აპირებს. 

ჯერჯერობით, ფინანსური მხარე პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.

 

2 თვის წინ
460 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ