"ლივერპულმა" "ატლეტიკოს" ორი ფეხბურთელი შესთავაზა - საულისთვის ბრძოლა გრძელდება

"ლივერპულმა" "ატლეტიკოს" ორი ფეხბურთელი შესთავაზა - საულისთვის ბრძოლა გრძელდება

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" აქტიურად დაინტერესებულია საულ ნიგეზის ყიდვით, თუმცა მას ასევე "ბარსელონას" უკავშირებენ.

SPORT-ის ინფორმაციით, მერსესაიდელურმა კლუბმა მადრიდელებს €40 მილიონი უკვე შესთავაზა, თუმცა "ატლეტიკოს" უარის შემდეგ, "წითლებმა" "როხიბლანკოსს" ასევე ხერდან შაქირი და ჯორდან ჰენდერსონი შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ჰენდერსონთან ვერ ახერხებს ახალი კონტრაქტის შეთანხმებას და მან შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ბოლო დროს საულ-გრიზმანის გაცვლა აქტიურად განიხილებოდა, თუმცა ბარტერი დიდი ალბათობით ჩაიშლება და ესპანელისთვის ბრძოლაში "ლივერპული" გალიდერდება.

4 დღის წინ
473 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 268
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ