კარაგერის მწვავე პასუხი ვეინალდუმს - "შენ უბრალოდ ფული გინდოდა!“

კარაგერის მწვავე პასუხი ვეინალდუმს - "შენ უბრალოდ ფული გინდოდა!“

ჯინი ვეინალდუმმა "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და "პსჟ"-ს მიაშურა. გუშინ, ნიდერლანდელმა მერსისაიდული გრანდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მხრიდან ბულინგი და შეურაცხყოფა დაასახელა. 

აღნიშნულ განცხადებას "ლივერპულის" ლეგენდა, ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა და ნიდერლანდელ ფეხბურთელს მწვავედ უპასუხა:

ჯინი ძალიან მიყვარს, თუმცა ეს სწორი არ არის - სოციალურ ქსელში ყველა კლუბს ჰყავს კლოუნები. გათიშე შეტყობინებები და თუ ძალიან წუხდები, წაშალე აპლიკაცია! ფაქტია, რომ ვეინალდუმს მეტი ხელფასი უნდოდა, რაზეც კლუბმა უარი თქვა, ეს ფეხბურთია!“ - წერს კარაგერი Twitter-ზე.

 

2 თვის წინ
298 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ