კრეიგ ბარლი ჰენდერსონის "ლივერპულიდან" არ წასვლის ორ მიზეზს ასახელებს

კრეიგ ბარლი ჰენდერსონის "ლივერპულიდან" არ წასვლის ორ მიზეზს ასახელებს

"ჩელსის" ყოფილმა მოთამაშემ, კრეიგ ბარლიმ, ჯორდან ჰენდერსონის მომავალზე ისაუბრა და ორი მიზეზი დაასახელა, რატომაც იგი "ლივერპულს" არ დატოვებს.

"ჰენდერსონის "ლივერპულიდან" წასვლის სცენარს ვერ ვხედავ. მან ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. როცა მერსესაიდულ კლუბში გადავიდა, კითხვები გაჩნდა, იყო თუ არა იგი "ლივერპულისთვის" სათანადო მოთამაშე, მაგრამ შემდგომ განვლილმა საკმაო დრომ ის გაზარდა.

მას მწვრთნელთან რაღაც წვრილმანი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა – ბევრი. ვერ წარმომიდგენია მისი აქიდან წასვლა კარიერის ამ ეტაპზე. აქ საქმე ფულს არ ეხება", – განაცხადა კრეიგმა.

გეტყვით, რომ 31 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს "წითლებთან" ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

2 თვის წინ
253 / 0
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ