ოფიციალურად: "ლივერპულს" "ლიდსთან" თამაშში სამი ლიდერი დააკლდება

ოფიციალურად: "ლივერპულს" "ლიდსთან" თამაშში სამი ლიდერი დააკლდება

12 სექტემბერს "ლივერპული" გასვლაზე "ლიდს იუნაიტედს" დაუპირისპირდება. წინა სეზონში პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებულ გუნდთან თამაში გაგვიჭირდა, ერთი ფრედ დასრულდა, მეორეში კი 1 ბურთიანი უპირატესობით მოიგეს მერსესაიდელებმა. ასე რომ, "ელანდ როუდზე" მარტივ გასეირნებას არავინ ელოდება, განსაკუთრებით დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, "ლივერპულს" მათი სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დააკლდებათ. ესენია: ფაბინიო, ალისონი და ფირმინო.

მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში არ გაუშვა, რათა დიდი პერიოდის გაცდენა არ მოეწიათ, კლუბმა მაინც ვერ აარიდა თავი სანქციებს. FIFA-ს დაუშვებლად მიაჩნია კლუბის მიერ ფეხბურთელის სანაკრებო თამაშებზე არ გაშვება, ამიტომ მათ დააწესეს შეზღუდვა, რომლის მიხედვითად 10-14 სექტემბრის პერიოდში ასეთ ძალით დატოვებულ ფეხბურთელებს თამაშის შესაძლებლობა არ ექნებათ. ამით ისინი, ერთგვარად, სჯიან კლუბებს.

თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ეს წესი არ იმოქმედებს რიჩარლისონზე. ამის მიზეზი კი ბრაზილიასა და "ევერტონს" შორის კარგი ურთიერთობა გახლავთ. ეს კი, რა თქმა უნდა, სხვა კლუბებისთვის გაღიზიანების გამომწვევია.

საპირისპიროდ, ამ სანქციების გამო, "ლიდსაც" შეექმნება პრობლემები. მათ დააკლდებათ გუნდის ლიდერი, რაფინია.

2 კვირის წინ
707 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ