ვეინალდუმი: მოლაპარაკებებს 3 გუნდთან ვაწარმოებდი, მაგრამ "პსჟ" ამიტომ ავირჩიე

ვეინალდუმი: მოლაპარაკებებს 3 გუნდთან ვაწარმოებდი, მაგრამ "პსჟ" ამიტომ ავირჩიე

ჯინი ვეინალდუმი კლოპის ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო "ლივერპულში", ჰოლანდიელმა კი ყველანაირი იმედები გაამართლა. გუნდში 5-წლიანი გარჯის შემდეგ კი ამ ზაფხულს მან კლუბი უფასო აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა "პსჟ"-ში გააგრძელა.

თავდაპირველად, ჯინის თავისი ოცნების ახდება და "ბარსელონაში" თამაში სურდა, რასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამს გადაწყვეტილება შეცვალა და პარიზულ კლუბს შეუერთდა. "ბარსელონას" გარდა იყო სხვა ვარიანტებიც. სწორედ ამ თემაზე გააკეთა კომენტარი ვეინალდუმმა:

"რამდენიმე თვის წინ "ლივერპულში" დარჩენა მსურდა, მაგრამ მათგან ვერ ვიგრძენი, რომ ჩემი შენარჩუნება სურდათ, ამიტომ სხვა ვარიანტებს შევხედე. პირველი, ბარსელონა გამომეხმაურა. იყო მოლაპარაკებები "ბაიერნთანაც", მაგრამ მათ უკან დაიხიეს. ჩემი შეძენა "ინტერსაც" სურდა, მილანურმა კლუბმა კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თუმცა, "პსჟმ" ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთა და კონტრაქტი შემომთავაზა. მე ვესაუბრე მაურისიოს, რომელმაც მითხრა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდის შეკრა სურდათ. მე ამ შემოთავაზებას ზურგს ვერ შევაქცევდი."

1 კვირის წინ
160 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ