FIFA 22-ის უცნაური გადაწყვეტილება - ვირჯილს ერთ-ერთი მონაცემით 38 წლის მცველი სჯობნის

FIFA 22-ის უცნაური გადაწყვეტილება - ვირჯილს ერთ-ერთი მონაცემით 38 წლის მცველი სჯობნის

FIFA-ს რეიტინგები ყოველ წელს განხილვის დიდი საგანი ხდება და გამონაკლისი არც წლევანდელი FIFA 22 გახდა. EA SPORTS-მა ფეხბურთელთა რეიტინგების გამოქვეყნება დაიწყო და ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილოა. ერთ-ერთი მათგანი სალაჰის რეიტინგის დაწევა გახლდათ საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ. ამას გარდა, დღეს გავრცელდა კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილება EA-ს მიერ.

მოგეხსენებათ, ვან დაიკი ყველაზე მაღალ რეიტინგიანი მცველია FIFA-ში უკვე ორი წელია, თუმცა ერთ-ერთ 38 წლის მცველს მასზე დიდი სიჩქარე აქვს მინიჭებული. ვირჯილი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მცველია და ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც აქვს დაფიქსირებული. ეს ფეხბურთელი, არც მეტი არც ნაკლები, პეპე გახლავთ.

EA SPORTS-ის აზრით, პორტოს 38 წლის მცველი ვან დაიკზე სწრაფია. პეპე სწრაფი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, ამას კიდევ ემატება ის ფაქტი, რომ წინა წელს მისი სიჩქარის მონაცემი 66 იყო. ახლა მას 80 ექნება ამ გრაფაში, ვან დაიკს კი 78.

1 კვირის წინ
234 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 451
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ