დიდი დანაკლისი - "სიტი" "ლივერპულთან" 2 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე იქნება

დიდი დანაკლისი - "სიტი" "ლივერპულთან" 2 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე იქნება

"ბრეფორდთან" მატჩის შემდგომ, 3 ოქტომბერს, ძალიან საინტერესო და პრინციპულ დაპირისპირებას ვიხილავთ, სადაც "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

თამაშამდე ჯერ საკმაოდ ადრეა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეტიჰადელები დაპირისპირებას საკმაოდ დიდი დანაკლისით შეხვდებიან - აიმერიკ ლაპორტე და ჯონ სტოუნსი მერსისაიდულ გრანდთან მატჩს გამოტოვებენ.

ორივე მოთამაშის შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა - პეპ გვარდიოლა დაცვის ცენტრში რუბენ დიაშთან ვერცერთ მათგანს შეაწყვილებს.

თავის მხრივ, "ლივერპულის" ამჟამად ტრავმირებულები - რობერტო ფირმინო და ტიაგო ალკანტარა, უდიდესი ალბათობით, დაბრუნებას მოასწრებენ, ჰარვი ელიოტი კი მინიმუმ სეზონის პირველ ნახევარს ლაზარეთში გაატარებს.

 

3 კვირის წინ
599 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ