ვინაა კოუტინიოს "ლივერპულში" დაბრუნების მთავარი წინააღმდეგი - ELNacional

ვინაა კოუტინიოს "ლივერპულში" დაბრუნების მთავარი წინააღმდეგი - ELNacional

ფილიპე კოუტინიოს კატალონიის "ბარსელონაში" კარიერა არ აეწყო, რის გამოც "ბლაუგრანა" ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.

ELNacional იტყობინება, რომ კატალონიური გრანდი მის "ლივერპულში" დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა მერსისაიდული გრანდი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, მთავარი მოწინააღმდეგე კი იურგენ კლოპია.

როგორც ირკვევა, სეზონის კარგი პირველი ნახევრის შემთხვევაში, "ბარსელონა" ფიქრობდა, რომ "ლივერპულში" დაბრუნების შანსები გაიზრდებოდა, თუმცა კლოპმა მათ შეატყობინა, რომ ფილიპეს მის გუნდში დაბრუნება გამორიცხულია.

შესაბამისად, მიუხედავად ესპანურ მედიაში გავრცელებული არაერთი ცნობისა, მისი ენფილდზე დაბრუნება დღის წესრიგში არ დგას.

3 კვირის წინ
680 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ