რიჩარდსი ტრენტის "ბრენტფორდთან" თამაშს აფასებს - ვისი ბრალი იყო გაშვებული გოლები?

რიჩარდსი ტრენტის "ბრენტფორდთან" თამაშს აფასებს - ვისი ბრალი იყო გაშვებული გოლები?

"ბრენტფორდთან" მატჩი "ლივერპულისთვის" ძალიან მძიმე გამოდგა. ახლად აღზევებულ გუნდთან მერსესაიდულმა კლუბმა 3 გოლი გაუშვა, აქედან 2 კი რობერტსონის ფლანგიდან ჩაწოდებას და ტრენტთან საჰაერო ორთაბრძოლების მოგებას მოჰყვდა.

ამის გამო ბევრი არნოლდს აკრიტიკებს და მას აბრალებენ ქულების დაკარგვას, თუმცა ყოფილი მარჯვენა მცველი და ახლა საფეხბურთო ჟურნალისტი, მიკა რიჩარდსი სულ სხვანაირად ფიქრობს. მისი თქმით:

"ტრენტი გუშინდელ მატჩში შემეცოდა. მას ამ ორთაბრძოლებში 3 ფეხბურთელის გამკლავება უწევდა, ამისთვის კი მას, მაგალითად, ფაბინიოს დახმარება სჭირდებოდა. მისი პოზიციური თამაში მშვენიერი იყო და იმ ორი გოლის მომენტში ბევრიც იბრძოლა, თუმცა როცა ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ გიწევს თამაში, ეს ძალიან რთულია. "ბრენტფორდმა" თავისი გეგმა იდეალურად შეასრულა."

2 კვირის წინ
261 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ