ალკანტარას ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზულია? - პოსტი სოციალურ ქსელში

ალკანტარას ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზულია? - პოსტი სოციალურ ქსელში

ტიაგო ალკანტარამ "კრისტალ პალასთან" მატჩის მე-60 წუთისთვის დაზიანება მიიღო. მან სათამაშო ეპიზოდში წვივის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, როგორც კლოპმა თქვა, ის გუნდს საერთაშორისო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება.

ტიაგო საკმაოდ ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელია, ამიტომ ყველა ასეთი დაზიანება არასასიამოვნოა. ტიაგოს მეუღლის მიერ ინსტაგრამზე დადებული პოსტი კი შიშებს, რომ შესაძლოა ალკანტარამ უფრო მეტი გამოტოვოს, ამძაფრებს.

საოჯახო ფოტოში, რომელშიც ტიაგოს, მის მეუღლე ჯულიასა და მათ ორ შვილს ვხედავთ, ტიაგოს ყავარჯენი უკეთია, რაც კარგის ნიშანი არასდროსაა. მისი დაბრუნება უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ატლეტიკოსთან მატჩისთვის, რომელიც საერთაშორისო შესვენების შემდეგ, 19 რიცხვში უწევს.

იხილეთ ყავარჯენში მყოფი ტიაგოს ფოტო:

2 კვირის წინ
334 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ