პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

მომავალი პრემიერ ლიგური ტური ბევრ რამეს გადაწყვეტს. მე-7 ტურში ენფილდზე "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და თანდათან დიდი ახალი მტრობა იბადება ამ ორ წარმატებულ კლუბს შორის.

წინა სეზონში "სიტიმ" დასუსტებულ "ლივერპულს" ადვილად სძლია და როგორც იქნა, მერსესაიდული კლუბი ენფილდზე დაამარცხა. თუმცა, ახლა ეს ლეგენდარული სტადიონი ფანებით იქნება სავსე, რაც დიდ განსხვავებას შეიტანს თამაშში. სწორედ ამას გაუსვა ხაზი "სიტის" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ. მისი თქმით:

"იმედია, ამ თამაშშიც იმას გავიმეორებთ, რაც წინა სეზონში ვქნებით, მაგრამ ყველამ იცის, რომ ცარიელი და ფანებით სავსე ენფილდი სულ სხვადასხვა რამეა."

პეპი "ლივერპულს" ყოველთვის აფასებდა. მას უხსენებია კიდევაც როგორ უყვარს მერსესაიდელების ჰიმნი YNWA. მან კარგად იცის ენფილდის ძალა და მის ფეხბურთელებს აუცილებლად მაქსიმალურად მოამზადებს ამისთვის.

2 კვირის წინ
441 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ