BBC-ს ექსპერტი: "ბრენტფორდთან" მისი პერფორმანსი არადამაჯერებელი იყო

BBC-ს ექსპერტი: "ბრენტფორდთან" მისი პერფორმანსი არადამაჯერებელი იყო

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის მეექვსე ტურში "ბრენტფორდთან" ფრე, 3:3 ითამაშა. 

მატჩის შემდეგ, BBC-ს ექსპერტმა, გარტ კრუკსმა მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

"მან ალბათ მატჩის ყველაზე ადვილი გოლი გაიტანა. თუმცა ძალიან ძნელია მას ყურადღება არ მიაქციო. "ლივერპულის" ფეხბურთელებს შორის, მან პრემიერ ლიგაში 100 გოლის გატანა ყველკაზე სწრაფად შეძლო."

"ეს შესანიშნავი მიღწევაა, მიუხედავად იმისა, რომ "ბრენტფორდთან" მისი პერფორმანსი არადამაჯერებელი იყო." - განაცხადა კრუკსმა.

მიუხედავად ბოლო სიტყვებისა, BBC-ს ექსპერტმა ეგვიპტელი ვინგერი პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ 11-ეულში შეიყვანა.

2 კვირის წინ
199 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ