როგორი იქნება "ლივერპულის" დანაკლისი "უოტფორდის" წინააღმდეგ? - ბოლო ინფორმაცია ლაზარეთიდან

როგორი იქნება "ლივერპულის" დანაკლისი "უოტფორდის" წინააღმდეგ? - ბოლო ინფორმაცია ლაზარეთიდან

"უოტფორდთან" მატჩამდე "ლივერპულის" მდგომარეობა არც ისე მოსაწონია. უამრავი ფეხბურთელი ან ტრავმირებულია, ან ვერ მოასწრებს ინგლისში დაბრუნებას, რის გამოც პრემიერ ლიგის გასვლით თამაშში ბევრ სათადარიგოს ფეხბურთელს მიეცემა შანსი.

Telefootball-ის ინფორმაციით, მერსესაიდულ კლუბს "უოტფორდთან" აუცილებლად დააკლდებათ ბრაზილიური დუო, ფაბინიო და ალისონი, რადგან ისინი ვერ მოასწრებენ ბრაზილიიდან დაბრუნებას და მატჩისთვის მომზადებას. მათ დიდი ალბათობით პოზიციურად კელეჰერი და ჰენდერსონი ჩაანაცვლებენ.

რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს. აქ უკვე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. ტრენტმა უკვე მოიშუშა მიღებული დაზიანება, ვარჯიში დღეს განაახლა და "უოტფორდთან" მატჩისთვის მზად იქნება. სერიოზული არ აღმოჩნდა კურტის ჯონსის დაზიანებაც და ამ კვირის თამაშში მასაც ვიხილავთ.

თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიაგოს ტრავმა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მან ვერ მოახერხა სანაკრებო შესვენების დროს მისი მოშუშება და კვლავ ლაზარეთშია. გუნდს, დიდი ალბათობით, ვერ დაეხმარება ვერც დიოგო ჟოტა, რომელმაც სანაკრებო ვარჯიშისას ტრავმა მიიღო.

3 დღის წინ
305 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ