კარაგერი როი კინსა და ნევილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს - "ისინი სულშერს იცავენ"

კარაგერი როი კინსა და ნევილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს - "ისინი სულშერს იცავენ"

"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონს მთლად კარგად არ იწყებს. შედეგები ისეთი ცუდი არაა, როგორც გუნდის სათამაშო ხარისხი. ამის გამო, ყველაზე მეტი კრიტიკა მათ მთავარ მწვრთნელს, სულშერს ხვდება. ფეხბურთის მაყურებელთა აზრით, ამ შემადგენლობით, რაც ნორვეგიელს გააჩნია, ის გუნდს უკეთ უნდა ათამაშებდეს.

იმავე აზრზეა "ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერიც. მისი აზრით, სულშერს საჩემპიონო გუნდი ჰყავს ჩაბარებული, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ახერხებს. ჯეიმი როი კინსა და გარი ნევილს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ეს ორნი სულშერის გუნდელები იყვნენ, ამიტომ ჯეიმის თქმით, ისინი გასამართლებელ მიზეზებს ეძებენ, რათა "იუნაიტედის" მწვრთნელი დაიცვან:

"ისინი ამბობენ, რომ პრემიერ ლიგას ვერ მოიგებენ, რადგან გუნდს რაღაცა აკლია, ან გლეიზერები საკმარისად არ აბანდებენ ფულს. წინა სეზონში იუნაიტედი მეორე ადგილზე გავიდა და მას შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 4-გზის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი მცველი და 70 მილიონიანი ფლანგის ფეხბურთელი დაიმატეს. ეს საკმარისი უნდა იყოს წარმატების მისაღწევად. ეს გამართლებები უნდა შეწყდეს."

2 დღის წინ
151 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ