სიტუაცია იცვლება - როდის დაბრუნდება ჰარვი ელიოტი

სიტუაცია იცვლება - როდის დაბრუნდება ჰარვი ელიოტი

ჰარვი ელიოტის უმძიმესმა ტრავმამ გულები ყველას ძალიან დაგვწყვიტა. "ლიდსთან" მატჩში შტრუიკის ვარდნა ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს ერთ სეზონს აკარგვინებს. თუმცა, არის შანსი, რომ ინგლისელი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს.

ამის იმედს ჟურნალისტი, დეივიდ ლინჩი გვაძლევს. მისი ინფორმაციით, ჰარვი სეზონის ბოლოს აუცილებლად ჩაატარებს მატჩებს. ჟურნალისტის თქმით:

"არ მინდა მის რეაბილიტაციაზე ზეწოლა მოვახდინო, თუმცა სიტუაცია ბევრად კარგადაა, ვიდრე თავიდან ჩანდა. დიდი შანსია ის მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს. ფეხის მოტეხვა საყურებლად ყოველთვის უმძიმესია, თუმცა მისი მოშუშება ისეთ დაზიანებებთან შედარებით, როგორიცაა ჯვარედინი მყესების გაწყვეტა [ACL], ბევრად ადვილია. ახალი წლის დადგომის შემდეგ, მცირეოდენ ხანში, წესით, ის უნდა დაბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, სეზონის სტარტზე ისეთი კარგი იყო, წუთებს აუცილებლად მიიღებს."

2 დღის წინ
294 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 496
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ