სიმართლე გამოაშკარავებულია - რატომ ჩაიშალა ფეკირის ტრანსფერი "ლივერპულში"?

სიმართლე გამოაშკარავებულია - რატომ ჩაიშალა ფეკირის ტრანსფერი "ლივერპულში"?

2018 წელს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულიდან" წასვლა დროის ამბავი გახლდათ. ამიტომ, მერსესაიდული კლუბი მის შემცვლელებს ეძებდა. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ იმ დროისთვის "ლიონში" მოთამაშე ნაბილ ფეკირის გაფორმებასთან. ყველას ეგონა, რომ ის "ლივერპულში" გადაბარგდებოდა, ის ქალაქშიც იყო ჩამოსული სამედიცინო შემოწმების გასავლელად, თუმცა უცებ ტრანსფერი ჩაიშალა.

მოლაპარაკების გაწყვეტის მიზეზს ფეკირი 3 წლის შემდეგ ინტერვიუში იხსენებს. პირველ რიგში, ის გადმოგვცემს, თუ რამდენად ახლოს იყო ის მერსესაიდულ კლუბში გადასვლასთან:

"ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მე ყველანაირი ინტერვიუ გავიარე, თავად იურგენ კლოპსაც ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან მოვწონდი და ჩემთან მუშაობა სურდა. თუმცა, როცა უკვე უნდა გაგვეფორმებინა კონტრაქტი, მოლაპარაკებები კლუბსა და ჩემს აგენტს შორის ჩაიშალა. ამის მიზეზი, როგორც მეუბნებიან ჩემი დაზიანება გახლდათ მუხლის არეში, თუმცა როგორც დრომ აჩვენა, მე არანაირი პრობლემები არ შემქმნია ტრავმების მხრივ."

ამ დროისთვის, ფეკირი "ბეტისში" ასპარეზობს. მან 2018 წელს მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა. ფაქტი, რომ მის ყიდვას არცერთი სხვა გრანდი შეეცადა, გვაფიქრებინებს, მის შესაძლო პრობლემაზე მუხლში.

 

1 თვის წინ
407 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ