ფაბინიო: "ლიდსის ამ ფეხბურთელის ლივერპულში ხილვა ძალიან მსურდა"

ფაბინიო: "ლიდსის ამ ფეხბურთელის ლივერპულში ხილვა ძალიან მსურდა"

რაფინია "ლიდსის" ლიდერად ყალიბდება. შესანიშნავი სადებიუტო პრემიერ ლიგური სეზონის შემდეგ, ბრაზილიელი კიდევ უფრო უმატებს და ის უკვე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

რაფინიას ზაფხულში ხშირად უკავშირებდნენ "ლივერპულს", რადგან ბევრის აზრით, ეს ფეხბურთელი იდეალურად მოერგებოდა წითლების სათამაშო სისტემას. მარსელო ბიელსასთან მუშაობა მას კიდევ უფრო დაეხმარა ფიზიკური მონაცემების დახვეწაში, რასაც მერსესაიდულ კლუბში დიდ ყურადღებას აქცევენ.

მისი "ლივერპულში" ხილვა სურს ბრაზილიის ნაკრებში მის თანაგუნდელ, ფაბინიოს. ლივერპულის ჩამშლელმა ნახევარცმველმა რაფინია ძალიან შეაქო. მისი თქმით:

"ზაფხულში იყო საუბრები მისი ლივერპულში გადმოსვლის შესახებ, თუმცა ის მაინც "ლიდსში" დარჩა. ის შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან მინდოდა ჩვენთან გადმოსულიყო. ამასთან ერთად ის კარგი ადამიანია და ძლიერი ხასიათი აქვს."

 

1 თვის წინ
267 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ