კურტის ჯონსი, ანუ "ლივერპულის" ყველაზე კრეატიული ნახევარმცველი

კურტის ჯონსი, ანუ "ლივერპულის" ყველაზე კრეატიული ნახევარმცველი

კურტის ჯონსის "ლივერპულში" გამოჩენის პირველივე დღიდან უდიდესი იმედები მყარდება ამ ახალგაზრდა ინგლისელზე. ტრენტის მსოფლიო ვარსკვლავად ქცევამ გულშემატკივრებს დაანახა, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს აკადემია და რომ, ამ ფეხბურთელების ნდობა ღირს.

სათამაშო დროს კურტისი უკვე მესამე სეზონია იღებს და ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს, თუმცა როცა შედარება მიდის სხვა გუნდების იმავე პოზიციის ფეხბურთელებთან, ის ძალიან იჩრდილება. ამ პოზიციაზე ინგლისს უკვე ჰყავს ფოდენი და მაუნტი, რომლებიც თანდათან ვარსკვლავებად ყალიბდებიან, კურტის კი ხშირად არც კი ახსენებენ. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელია ვერ დაინახო, თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია ამ ახალგაზრდა სქაუზერს. დღეს ამ ბლოგით, მიმოვიხილავთ ჯონსის წლევანდელ სეზონს, რათა დავინახოთ რამხელა ძალაა ის ამ ფორმაციის "ლივერპულში".

"ლივერპულის" ამ სისტემის მთავარი კრიტიკა, ხშირად, ნახევარდაცვის უფანტაზიოობა წარმოადგენს. კლოპი ამ პოზიციებზე ძირითადად უფრო მშრომელ ფეხბურთელებს ენდობა, რომლებიც შემტევი პოტენციალით არ გამოირჩევიან. ტიაგო ამ სისტემის შემცვლელი უნდა გამომდგარიყო. მისგან ელოდნენ, რომ ის გუნდის მთავარი შემოქმედი იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ის იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს. წინა სეზონში მან ერთი ასისტიც კი ვერ ჩაიწერა აქტივში. ამას ემატება მისი ტრავმიანობისკენ მიდრეკილება და გამოდის, რომ ნახევარდაცვის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, აშკარად, კურტის ჯონსია.

2019 წლიდან მოყოლებული, "ლივერპულის" ნახევარცმველებიდან ყველაზე მეტი გოლს + ასისტი, სწორედ, ჯონსს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სათამაშო დრო სხვებთან შედარებით ბევრად მცირეა. საშინელი წინა სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი სწორედ კურტისი იყო, ის კი შეტევაში დღითიდღე უმჯობესდება. ამ სეზონში ის უკვე 1 გოლით და 3 ასისტით გამოირჩა, რაც მისი სათამაშო დროიდან გამომდინარე გასაოცარი შედეგია. მისი გოლი, ალბათ, ყველას გახსოვთ, შორეული გასროლა "ბრენტფორდის" წინააღმდეგ, რაც ხაზს უსვამს შეტევაში მის მრავალმხრივ პოტენციალს.

ცალკე გამოსაყოფია მისი დაუვიწყარი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "პორტოს" წინააღმდეგ. მან ამ შეხვედრაში 2 ასისტი მიითვალა და კიდევ ორი გოლიც მისი შესანიშნავი დრიბლინგისა და დამატების შემდეგ გავიდა. ამ მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ ის არამარტო გამოირჩევა დრიბლინგში, კურტისი იდეალურად ერგება "ლივერპულის" სათამაშო სქემას. ის ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე დაუღალავად დარბის და ინტენსიურ პრესინგს თამაშობს. "პორტოსთან" სალაჰის გოლი სწორედ მისი პრესინგისა და ზუსტი გადაცემის დამსახურებაა.

ამასთან ერთად, ის ძალიან მრავალმხრივი ნახევარმცველია. სათასო მატჩში "ნორვიჩის" წინააღმდეგ, კურტისს მოუწია 6-იანის პოზიციაზე თამაში, რადგან სხვებს ასვენებდნენ. მან კი ეს თამაში უშეცდომოდ ჩაატარა და დაგვანახა, რომ გაჭირვების შემთხვევაში შეუძლია ამ პოზიციის გაძლიერებაც.

ამჟამად, მისთვის მთავარია მიიღოს სტაბილური სათამაშო დრო. სამწუხაროა, მაგრამ მას ამაში დაეხმარა ჰარვი ელიოტის ტრავმა. ამ უბედურ მომენტამდე, კლოპი ჰარვის უფრო ენდობოდა, ვიდრე ჯონსს, ეს კი კურტის კიდევ უფრო უკან გადაწევდა სათადარიგოთა სკამზე. ამ ინციდენტის შემდეგ, კი სქაუზერმა დაგვანახა, რომ მზადაა იბრძოლოს გუნდში ადგილის დაკავებისთვის. ტიაგოს ტრავმიანობა და ვეინალდუმის არ ჩანაცვლება კი მას, ალბათ, შანსებს გაუჩენს.

1 თვის წინ
621 / 1
Sandro
user
jhoncarter This content is written very well. Your use of formatting when making your points makes your observations very clear and easy to understand. Thank you. 

COLLEGE FOOTBALL LIVE STREAM REDDIT

poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ