"ლივერპული" სალაჰს კოლოსალურ შეთავაზებას გაუკეთებს

"ლივერპული" სალაჰს კოლოსალურ შეთავაზებას გაუკეთებს

"ლივერპულის" ბევრმა ლიდერმა უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან და რიგირთ შემდეგ მოჰამედ სალაჰი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზაფხულის შემდეგ მისი ხელშეკრულების შესახებ მხოლოდ ჭორები ისმის.

ეგვიპტელი ძალიან დიდ ხელფასს ითხოვს, ხოლო კლუბს არ სურს იმ სახელფასო სისტემის დაშლა, რომელსაც რამდენი წელი აშენებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მერსესაიდელური გრანდი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

Football Insider-ის ინფორმაციით, "ლივერპული" სალაჰს ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომლის მიხედვით ეგვიპტელი კვირაში £385 ათასს მიიღებს. ამით ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

1 თვის წინ
354 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ