იურგენ კლოპმა "ლივერპულის" დანაკლისზე ისაუბრა - გერმანელის პრესკონფერენცია

იურგენ კლოპმა "ლივერპულის" დანაკლისზე ისაუბრა - გერმანელის პრესკონფერენცია

უკვე ხვალ, სანაკრებო პაუზის შემდეგ "ლივერპული" პირველ თამაშს, "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

"კურტისი ნაკრებიდან მცირე ტრავმით დაბრუნდა და ხვალ მას ვერ ვიხილავთ. მან ითამაშა ანდორას წინააღმდეგ და ეს კაია, თუმცა ისტ  რავმით დაბრუნდა და ხვალ ვერ ითამაშებს."

"ტრენტი და ჟოტა ხვალ გვეყოლებიან. ტიაგოზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება."

"დიდი ხანია ვიცოდით, რომ ალისონი და ფაბინიო ვერ ითამაშებდნენ. ამ მატჩში ისინი არ იქნებიან, თუმცა მათ მადრიდში ვიხილავთ."

"ჯო გომეზი შესანიშნავ ფორმაშია. ვიცი, რომ საუთგეიტი ფეხბურთელის სათამაშო დროს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა სტოუნისთვის სხვა კანონები არსებობს."

"ჯო ნაკრებში არ გამოიძახეს. ეს მას ძალიან დაეხმარებოდა. მე მართლა ვფიქრობ, რომ ის უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველია."

"ჯო და იბუ კარგად მუშაობენ და მათ უბრალოდ დრო სჭირდებათ. ჩვენ მათ აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან წინა წელიწადმა გვასწავლა, რომ მინიმუმ 4 ცენტრალური მცველი უნდა გვყავდეს." - განაცხადა კლოპმა.

1 თვის წინ
245 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ