გარი ნევილი: "თუ ეს 3 გუნდი სალაჰს გადმოსვლას შესთავაზებს, მო "ლივერპულიდან" წავა"

გარი ნევილი: "თუ ეს 3 გუნდი სალაჰს გადმოსვლას შესთავაზებს, მო "ლივერპულიდან" წავა"

მუჰამედ სალაჰის საკონტრაქტო სიტუაცია ბოლო კვირების მთავარი სალაპარაკო თემა გახლავთ. ბევრის აზრით, ხელშეკრულების გახანგრძლივება უბრალოდ დროის ამბავია და ეგვიპტელი "ლივერპულში" დარჩება, თუმცა არის საპირისპირო შეხედულებები. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ გარი ნევილი.

მისი აზრით, სალაჰი "ლივერპულში" კარიერის ბოლომდე არ დარჩება. ის კი ასახელებს 3 გუნდს, რომელშიც ეგვიპტელი დიდი სიამოვნებით გააგრძელებდა კარიერას:

"ჩემი აზრით, მას მოუნდება სხვა კლუბში თამაში. მაგალითად, მადრიდში, ბერნაბეუზე თამაში. ამჟამად, "ბარსელონა" და "რეალი" მთლად სახარბიელო სიტუაციაში არ არიან, თუმცა მგონია, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. სალაჰს კი უდიდესი CV აქვს გამოცდილების მხრივ და მას შეუძლია ამ ესპანურ კლუბებს დაეხმაროს ამაში. ასე მგონია, რომ სალაჰს პარიზში, ბარსელონაში ან "რეალში" თამაში სურს და რამდენიმე სეზონში ის "ლივერპულიდან" წავა."

თუმცა, ინგლისელი იმასაც იძახის, რომ ჯერ სალაჰის ადგილი "ლივერპულშია" და აქ უნდა დარჩეს, რომ მსოფლიოში საუკეთესოობას მიაღწიოს. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს ის ეგვიპტელის წასვლას.

1 თვის წინ
263 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ