ჯერარდი "ნიუკასლში"? - სტივი აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

ჯერარდი "ნიუკასლში"? - სტივი აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა

"ნიუკასლი" საფეხბურთო სამყაროს ეპიცენტრში მოექცა. ბოლო კვირებია მთავარი სალაპარაკო თემა ამ ინგლისური კლუბის ახალი მეპატრონეები გახლავთ, რომლებიც "ნიუკასლს" ყველაზე მდიდარ კლუბად აქცევენ პრემიერ ლიგაში. ფინანსური შესაძლებლობებით, მათ კონკურენტი აღარ ეყოლებათ, რადგან დანარჩენი 19 კლუბის მფლობელთა საერთო სიმდიდრეზე მეტი ფული აქვთ. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი სატრანსფერო ფანჯარაზე და ვის იყიდიან.

თუმცა, გულშემატკივრების აზრით, ამ პროცესამდე აუცილებელია მათი მწვრთნელის, სტივ ბრუსის დათხოვნა, რადგან ის არ გახლავთ მაღალი დონის მწვრთნელი. მათი აზრით, ამ დიდი გეგმების ფონზე წარმოუდგენელია გუნდს სტივ ბრუსი ედგას სათავეში. მისი ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად კი "ლივერპულის" ლეგენდა და "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი განიხილება.

ჯერარდი შოტლანდიურ კლუბში მშვენივრად მუშაობს და ბევრის აზრით, ის მზადაა უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს. ამ ჭორებს სტივენი თავად გამოეხმაურა. მისი თქმით:

"ნიუკასლი მართლაც საინტერესო მდგომარეობაშია. "ჯორდების" სიხარული დარწმუნებული ვარ მეცხრე ცაზეა და მთელი საფეხბურთო სამყარო ამ სიტუაციითა დაინტერესებული, თუმცა პირადად, მე ამ სპეკულაციებში გარეული არ ვარ. მე სტივ ბრუსს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."

1 თვის წინ
389 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ