არტეტა: "მატჩის შემდეგ კლოპთან მივედი და ეს ვუთხარი"

არტეტა: "მატჩის შემდეგ კლოპთან მივედი და ეს ვუთხარი"

"ლივერპულისთვის" "არსენალთან" მატჩი ადვილი გასეირნება გამოდგა, თუმცა შეხვედრას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია.

პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0-0 იყო, გუნდების მწვრთნელებს შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. ეს შეკამათება მანეს ეპიზოდზე ვერ შეთანხმებას მოჰყვა და საბოლოოდ, კლოპი და არტეტა ყვითელი ბარათებით დაისაჯნენ.

მატჩის შემდეგ, ამ ინციდენტზე კომენტარი "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა. არტეტას თქმით:

"ის თავის გუნდს იცავდა, მე კი ჩემსას. სულ ესაა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე მისი მესმის. დიახ, მე მას საბოლოო სასტვენის შემდეგ ვესაუბრე და დამსახურებული გამარჯვება მივულოცე. ესეთი ბრაზიანი მომენტები მოედანზე უნდა დარჩეს."

1 კვირის წინ
559 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ