"მარტივია სკამზე ჯდომა და კითხვების დასმა", - რატომ შეუტია კლოპმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე

"მარტივია სკამზე ჯდომა და კითხვების დასმა", - რატომ შეუტია კლოპმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპული" იდეალურ მდგომარეობაშია. სიკვდილის ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, მერსესაიდულმა კლუბმა 4-დან 4 თამაში მოიგო, რითაც გაინაღდა პირველი ადგილით ჯგუფიდან გასვლა.

ამ დატვირთული პერიოდის ფონზე, ეს მისცემს საშუალებას კლოპს დაასვენოს გუნდის ლიდერები დარჩენილ ორ შეხვედრაში. თუმცა, გერმანელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ ის მთლად ასეც არ მოიქცევა.

"პორტოსთან" გასამართი მატჩისწინა ინტერვიუში, გერმანელს შეახსენეს წინა სეზონში ჟოტას ტრავმა უმნიშვნელო შეხვედრაში "მიტიულანდის" წინააღმდეგ, რომლის გამოც პორტუგალიელს დიდი პერიოდი გაუცდა. კლოპმა კი რეპორტიორს შემდეგნაირად უპასუხა:

"მარტივია სკამზე ჯდომა, კითხვების დასმა და ჩვენი კრიტიკა. ყველაფერი ისეთი ადვილი არაა, როგორც თქვენ ფიქრობთ. ჩვენ ყოველთვის ისეთ გუნდს ვაყენებთ, რომელმაც თამაში უნდა მოიგოს. ჟოტას წინა სეზონში უბრალოდ არ გაუმართლა, რომ ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამ ტრავმისა, მე იმავე სიტუაციაში ზუსტად ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებდი."

"მოთამაშეებს სტაბიული დრო და რითმი სჭირდებათ. ვერ მოვიქცევი ისე, რომ ერთ დღეს ვათამაშო იდეალური გუნდი და მეორე დღეს ისეთი, რომელსაც თამაშის მოგების შანსი არ ექნება. ტრავმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიიღოს ფეხბურთელმა, ამას თავიდან ვერ ავირიდებთ."

1 კვირის წინ
257 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ