"ლივერპული" ერთ-ერთ ლიდერს მოლაპარაკებებისთვის შეხვდება - ფაბრიციო რომანო

"ლივერპული" ერთ-ერთ ლიდერს მოლაპარაკებებისთვის შეხვდება - ფაბრიციო რომანო

მო სალაჰთან ერთად, 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტი სადიო მანესაც ეწურება, "ლივერპულს" კი ეს საკითხიც მოსაგვარებელი აქვს. 

სანდო და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდი უახლოს მომავალში სენეგალელ ვარსკვლავს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვდება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

როგორც ირკვევა, მანეს "ლივერპულში" დარჩენა უნდა, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული მოთხოვნები აქვს - მას მო სალაჰის მსგავსი პირობები სურს. 

უახლოეს მომავალში, წითლები მანეს პირველ შეთავაზებას გაუკეთებენ.

 

1 კვირის წინ
168 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 619
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ