იანვარში, მანესა და სალაჰის აფრიკის თასზე წასვლის გამო, "ლივერპულს" შეტევაში პრობლემები შეექმნება. გუნდს უბრალოდ არ ჰყავს საკმარისად მაღალი დონის შემცვლელები ამ ფეხბურთელებისთვის, ამიტომ ბევრი გულშემატკივარი FSG-სგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას და ამ პოზიციის გაძლიერებას მოელის.
ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება "პორტოს" კოლუმბიელი ფორვარდი, ლუიზ დიაზი, რომელმაც წინა კვირას ენფილდზე, ჩემპიონთა ლიგურ დაპირისპირებაში ყველას თავი კარგად დაამახსოვრა.
SportWitness-ის ინფორმაციით, კლოპი მისი თამაშით ძალიან მოიხიბლა და დარწმუნებულია, რომ მისი დამატებით გუნდი ბევრად გაძლიერდება.
თუ "ლივერპულს" მისი დამატება ზამთარშივე უნდა, მათ დიაზის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს, რაც 67.6 მილიონ ევროს შეადგენს.