"ეს ყველაზე მნიშვნელოვანია"-, ორიჯის კომენტარი გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანია"-, ორიჯის კომენტარი  გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ

"ლივერპულმა" "ვულვზის" წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის მოგება მოახერხა, ეს კი დივოკ ორიჯის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით შეძლო. 

მატჩის შემდგომ, მედიასთან კომენტარი სწორედ თამაშის გმირმა გააკეთა:

"ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ჩვენი მეტოქე დაცვაშიც და შეტევაშიც გამართული გუნდია, მაგრამ დღევანდელი შედეგი სწორედ ისაა, რის გამოც ამდენს ვშრომობთ.

დღეს 3 ქულა ჩავიწერეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა - დღევანდელი გამარჯვება ფსიქოლოგიურ თავდაჯერებაში ძალიან დაგვეხმარება. 

გასახდელში იურგენ კლოპმა გვითხრა, რომ კარგად ვითამაშეთ და შედეგით მოხარულია", - განაცხადა დივოკმა.

 

1 თვის წინ
406 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ