"ლივერპულმა" დივოკ ორიჯის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, "ვულვზი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ლაივ ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
იურგენ კლოპმა ბელგიელი ფორვარდის გოლი შეაფასა:
"დივოკ ორიჯი - "ლივერპულის" ლეგენდა, დიახ. ის უბრალოდ დიდებული ფეხბურთელია, დივოკს ძალიან ფართო შესაძლებლობების არსენალი აქვს.
ორიჯის კარიერის განმავლობაში გუნდისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია, ეს კი ისტორიაში ჩაიწერება.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს გამარჯვება შევძელით, ეს გამართლება არ ყოფილა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.