ორიჯი: "მოედანზე შესვლამდე კლოპმა ეს მითხრა"

ორიჯი: "მოედანზე შესვლამდე კლოპმა ეს მითხრა"

დივოკ ორიჯი "ლივერპულს" კვლავ მხსნელად მოევლინა - მისი ბოლო წუთზე გატანილი გოლით, "ლივერპული" პრემიერ ლიგის ლაივ ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

მატჩის შემდგომ, ბელგიელმა ფორვარდმა ამ საკითხზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მოედანზე შესვლამდე, იურგენ კლოპი ჩემთან მოვიდა და მითხრა - "უბრალოდ გადი და იყავი დივოკ ორიჯი".

"ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ჩვენი მეტოქე დაცვაშიც და შეტევაშიც გამართული გუნდია, მაგრამ დღევანდელი შედეგი სწორედ ისაა, რის გამოც ამდენს ვშრომობთ." - განაცხადა ორიჯიმ.

მოგეხსენებათ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ორიჯიმ "ლივერპულს" მოაგებინა - მას კარიერის განმავლობაში არაერთი მსგავსი მომენტი აქვს.

 

1 თვის წინ
336 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ