"25 თამაშის ასე მოგებას ვერ შევძლებთ", - კლოპი "ვულვზთან" მატჩის შემდეგ

"25 თამაშის ასე მოგებას ვერ შევძლებთ", - კლოპი "ვულვზთან" მატჩის შემდეგ

"ვულვზთან" გამარჯვების შემდეგ, "ლივერპული" პრემიერ ლიგის ლაივ ცხრილის სათავეში მოექცა.

მიმდინარე სეზონში მერსისაიდულმა გრანდმა ფანები უხვგოლიან გამარჯვებებს მიაჩვია - მათ ყველა მოგებულ მატჩში 2 ან მეტი გოლი გაიტანეს და არაერთი პრინციპული მეტოქე მიწასთან გაასწორეს.

იურგენ კლოპმა "ვულვზის" დამარცხების შემდეგ ამ საკითხზე ისაუბრა:

"ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასულა. შეუძლებელია, 25 ან მეტი მატჩი ისე დიდებულად მოიგო, როგორც რამდენჯერმე გავაკეთეთ.

მიმდინარე სეზონში "ვულვზი" კარგად გამოიყურება, ჩვენ ისინი წნეხის ქვეშ გვყავდა და ძალიან კარგ პრესინგს ვეთამაშებოდით", - განაცხადა კლოპმა.

 

1 თვის წინ
300 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ