ვინ შეცვლის სალაჰს აფრიკის თასის მიმდინარეობისას - მოულოდნელი კანდიდატურა

ვინ შეცვლის სალაჰს აფრიკის თასის მიმდინარეობისას - მოულოდნელი კანდიდატურა

იანვარი-თებერვლის პერიოდში, მო სალაჰი, ნაბი კეიტა და სადიო მანე აფრიკის თასზე გაემგზავრებიან, რომლის გამოც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურის გამოტოვება მოუწევთ.

ბუნებრივია, "ლივერპულის" მთავარი საზრუნავი აფრიკელი ვარსკვლავების ჩანაცვლება იქნება. 

HITC აქვეყნებს საინტერესო სტატიას, რომლის თანახმადაც, მერსისაიდულ გრანდს მო სალაჰის შემცვლელის მოულოდნელი კანდიდატურა ჰყავს - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი.

ინგლისელი უნივერსალი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდმა ვინმე არ იყიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შემცვლელი უშუალოდ გუნდის წევრებს შორის მოიძებნება, ამ შემთხვევაში კი ოქსი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა იყოს.

 

1 თვის წინ
526 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ