იმანუელ პეტიტი: "ვეინალდუმს "ლივერპულისგან" განსხვავებით, "პსჟ"-ში ეს არ აქვს"

იმანუელ პეტიტი: "ვეინალდუმს "ლივერპულისგან" განსხვავებით, "პსჟ"-ში ეს არ აქვს"

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯინი ვეინალდუმი "პსჟ"-ში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

როგორც ირკვევა, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა პარიზში ადაპტაცია ვერ გაიარა, ამას კი ისიც ადასტურებს, რომ შესაძლოა, ის იანვარში იჯარის წესითაც კი წავიდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით იმანუელ პეტიტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ვეინალდუმს "ლივერპულისგან" განსხვავებით "პსჟ"-ში გუნდელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ის გუნდის გასახდელში იზოლირებულია და მეგობრები არ ჰყავს, მერსისაიდულ გრანდში კი სხვა სიტუაცია იყო", - განაცხადა მან.

 

2 კვირის წინ
379 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ