ამ სეზონმა დაადასტურა, რომ ჯინი ვეინალდუმის წასვლამ "ლივერპულის" ნახევარდაცვა ძალიან შეასუსტა.
"ლიდსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნოელ ვოლანმა, ამ საკითხზე ისაუბრა:
"ცხადია, რომ ეს არე გასაძლიერებელია. ვუყურე გუშინ ლონდონის "არსენალთან" მატჩს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ლივერპულს" ნახევარმცველი აკლია.
მერსისაიდულმა გრანდმა კრეატიული ფეხბურთელი უნდა დაიმატოს.
ტონი კროოსი შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც თავის დონეს წლების განმავლობაში ამტკიცებს. ის დამატებითი ტიაგო ალკანტარა იქნება, რომელიც მოედანზე და გასახდელში ავტორიტეტი იქნება, ამასთან ერთად გამოცდილებას გაუზიარებს სხვებს", - განაცხადა მან.