2021 წელი "ლივერპულისთვის" საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა - სეზონი უტიტულოდ დასრულდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური კი ბოლო ტურებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ისაუბრა:
"ვფიქრობ, 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენთვის პრემიერ ლიგის ოთხეულში გასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იყო.
მარტში ეს ძალიან რთული მისია იყო, თითქმის შეუძლებლადაც კი მოსჩანდა", - განაცხადა ინგლისელმა განაპირა მცველმა.