ყველაზე ცნობილი მეგობარი, საუკეთესო გოლი, კუმირი - ჯერარდის ბლიც ინტერვიუ

ყველაზე ცნობილი მეგობარი, საუკეთესო გოლი, კუმირი - ჯერარდის ბლიც ინტერვიუ

ამჟამად სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელია, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივარი მას "ლივერპულის" ლეგენდად უფრო იცნობს. 

ინგლისელმა სპეციალისტმა Sky Sports-თან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი:

  • ვინ იყო სტივენ ჯერარდის კუმირი?

ჯონ ბარნსი

  • რომელია სტივენ ჯერარდის ყველა დროის საუკეთესო გოლი?

2006 წელი, FA თასი, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

  • ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც სტივენ ჯერარდს ოდესმე უთამაშია?

ინგლისის ნაკრების გადმოსახედიდან, ეს უეინ რუნია, ის წლების განმავლობაში ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. "ლივერპულში" ალბათ არჩევანს ფერნანდო ტორესსა და ლუის სუარეზს შორის  გავაკეთებდი. რადგანაც ტორესი "ჩელსიში" გადავიდა და ჩვენი კონკურენტი გააძლიერა, ამიტომაც ურუგვაელს ვიტყოდი.

  • ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც სტივენ ჯერარდს უთამაშია?

ზინედინ ზიდანი.

  • ვინ არის სტივენ ჯერარდის ყველაზე ცნობილი მეგობარი?

ჯეიმი კარაგერი.

 

4 თვის წინ
865 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ