რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულის" ვარსკვლავს, მო სალაჰს, ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე მოთხოვნა აქვს.
გარდა ფინანსური მხარისა, ეგვიპტელ ვარსკვლავს შემადგენლობის გაძლიერება სურს, ყველაზე მეტად კი ერლინგ ჰოლანდთან ერთად უნდა თამაში.
Sky Sports იტყობინება, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის ტრანსფერი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული - 250 მილიონი.
ბუნებრივია, 250 მილიონი მხოლოდ ტრანსფერის ღირებულებას არ მოიცავს - საუბარია აგენტის გადასახადსა და ხელფასზეც. "ლივერპულის" ხელმძღვანელობისგან ამხელა თანხის დახარჯვა ნაკლებად მოსალოდნელია.