როგორც მოგეხსენებათ, სენეგალის და კაპო-ვერდეს მატჩის მსვლელობისას, სადიო მანე მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს შეეჯახა. სენეგალელმა გოლის გატანაც კი შეძლო, თუმცა თამაში ვერ გააგრძელა
მედიცინის ექსპერტმა, ლიუკ გიგსმა გააკრიტიკა სენეგალის ნაკრების ექიმები.
"ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთი შედეგს მოთამაშეთა უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს."
"ძალიან ცუდი შეჯახება იყო და ორივე მოთამაშეს შეიძლება ტვინის შერყევა ჰქონოდა."
"იმ მომენტში მანე უნდა გასულიყო მოედნიდან." - განაცხადა გიგსმა.