ის, ვინც ჯერარდის გზას გააგრძელებს, ანუ ტრენტი, როგორც გუნდის მომავალი ლეგენდა

ის, ვინც ჯერარდის გზას გააგრძელებს, ანუ ტრენტი, როგორც გუნდის მომავალი ლეგენდა

სტივენ ჯერარდის წასვლა "ლივერპულის" ფანებისთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა ფანების უმრალვესობა, მისი გზის გამგრძელებლად ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს განიხილავს, ეს კი უსაფუძვლო ნამდვილად არაა.

23 წლის ასაკში, ტრენტის კარიერული რეზიუმე უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავის მიღწევებს არ ჩამოუვარდება, მას კი წინ მთელი კარიერა აქვს. ვინ იცის, იქნებ, არნოლდმა "ლივერპულის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე საფუძვლიანი პრეტენზიაც კი გამოთქვას, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია.

დიახ, მომავლის განჭვრეტა არ შეგვიძლია, თუმცა განვიხილოთ, საიდან მოვიდა არნოლდი აქამდე და რატომაა ის ასეთი განსაკუთრებული ფეხბურთელი:

 

 

დებიუტი

 

2016 წლის ოქტომბერი - სწორედ აქედან დაიწყო ახალი ეტაპი არნოლდის კარიერაში, ტრენტი ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

"ამდენი ხანი გავიდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ ჩემი ყველაზე საამაყო მოგონებაა. პირველ გუნდთან რამდენიმე თვე ვვარჯიშობდი, მაგრამ სასტარტოში მოხვედრა მაინც მოულოდნელი იყო. განსაკუთრებული დღე იყო, მით უფრო, რომ გამარჯვება შევძელით", - იხსენებს არნოლდი.

თუმცა, მისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო დებიუტი პრემიერ ლიგაში, თანაც ვის წინააღმდეგ? "მანჩესტერ იუნაიტედი", ყველაზე პრინციპული მეტოქე "ლივერპულისთვის".

"2 საათით ადრე გავიგე, რომ სასტარტოში ვიყავი, ენტონი მარსიალის წინააღმდეგ მომიწია თამაში, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო".

 

 

“Corner taken quickly – Origi!”

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში კატალონიის "ბარსელონასთან" განადგურების შემდეგ, არავის ეგონა, რომ "ლივერპული" ფინალში გასვლას შეძლებდა, მაგრამ მათ ისტორია დაწერეს, ახალი ფორმაციის "ლივერპულში" კი ტრენტის გარეშე ისტორია არ იწერება. მატჩის მიწურულს, არნოლდის სწრაფმა გადაწყვეტილებამ ფეხბურთის ისტორიას ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქამბექი და იკონური მომენტი აჩუქა - Corner taken quickly - Origi!

მერსისაიდული გრანდი ჩემპიონი გახდა, ტრენტი კი ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

ნანატრი პრემიერ ლიგა და ტრენტის წვლილი
 
პრემიერ ლიგის ისტორიაში 2019/20 წლების "ლივერპულზე" ძლიერი მხოლოდ რამდენიმე გუნდი თუ მოიძებნება. იურენ კლოპმა შექმნა მონსტრი, რომელმაც პრემიერ ლიგა ცალსახა უპირატესობით მოიგო, ამ ყველაფერში კი არნოლდის როლი დიდია - ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შეტევაში, გუნდის შეტევების უმრავლესობაში მონაწილეობას განაპირა მცველები იღებდნენ.
 
ამ ყველაფერს ნათლად ასახავს სტატისტიკაც - 38 მატჩში 4 გოლი და 13 ასისტი (!!!).
 
 
 
 
სამი ლომი და გარეთ საუთგეითი
 
ევროპის ჩემპიონატის წინ, როდესაც ნაკრებები მაქსიმალურად ახდენენ რესურსების მობილიზებას,  გარეთ საუთგეითმა არნოლდი აითვალწუნა. მას ხანდახან ნაკრებში არ იძახებდა, ევროპის ჩემპიონატზე კი მისი მოხვედრა სათუო იყო. საუთგეითისთა საბედნიეროდ, მას ზედმეტი თავის ტკივილი აცდა, რადგან წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის წინ ტრენტმა ტრავმა მიიღო, თუმცა ამ თემაზე საუბრის დროს ყველაზე დიდ აღნიშვნას "ასტონ ვილასთან" მატჩი იმსახურებს - მაშინ, როდესაც მასსა და ნაკრებზე უამრავი სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა, არნოლდმა ბირმინგემელებს გადამწყვეტი გოლი შეუგდო ტრიბუნაზე მყოფი  საუთგეითი დაადუმა - მენტალიტეტი.
 
 
ტექნიკა
 
ტრენტის კარიერა ასე თუ ისე, ყველასთვის კარგად ნაცნობია, ამიტომ ამით თავი რომ არ შეგაწყინოთ, გადავალთ უშუალოდ სათამაშო ასპექტებზე, სადაც შეიძლება, ფანებს ბევრი რამ გამორჩეთ. 
 
მიკერძოების გარეშე, ტრენტი უბრალოდ ყველაზე ტექნიკური განაპირა მცველია ფეხბურთში. ამაზე კი სტატისტიკაც მოწმობს - ყველაზე მეტი ასისტი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში და უბრალოდ ის მოედნის ხედვა და პასის კულტურა, რომელიც მას აქვს.
 
ამასთან ერთად, ის ჯარიმების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია ჩემპიონატში, მისი დარტყმების უმრავლესობა კი ტექნიკაზეა გათვლილი. დღემდე, მის ანგარიშზე 6 ჯარიმაა, ექვსივე - შორეული დისტანციიდან და ყველა ძალიან ლამაზი.
 
არნოლდი ყველაზე უკეთ ამარაგებს გუნდელებს, ყველაზე მეტ მომენტს ქმნის და ყველაზე დიდ სივრცეებს ხსნის შემტევებისთვის - ეს არის ის, რაც არნოლდს უნიკალურს ხდის.
 
მეტი თვალსაჩინოებისთვის, "კრისტალ პალასთან" მატჩს გავიხსენებთ, რომელიც ერთი შეხედვით, გამორჩეული არაფრით იყო, მაგრამ ვნახოთ მისი პასების მიმართულება და სიზუსტე:
 
 
დაცვა
 
ტრენტს დაცვა არ შეუძლია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება ფეხბურთის ქომაგებში. რამდენად მართალია ეს?
 
შეიძლება, არნოლდი ელიტალური მცველი არაა, მაგრამ გადავხედოთ სტატისტიკას: (2020/21 წლების სეზონი)
 
 
 
არნოლდმა თავის პოზიციაზე შექმნა საკუთარი სტილი, რომელიც ძალიან შედეგიანია, როგოც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით. ის ყოველ სეზონში იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო და ასე იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ასე უნდა იყოს. 
 
მაშინ, როდესაც სტივენ ჯერარდი წავიდა, ფანებში ნოსტალგიამ დაისადგურა, ტრენტი კი ვალდებულია, რომ ეს დანაკარგი ამოავსოს, რადგან მასზე მეტად არავის უყვარს "ლივერპული". ტრენტმა ეპოქის დაწერა ჩვენ თვალწინ დაიწყო და ვალდებულია, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. 
 
 
 
4 თვის წინ
1273 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ