რამდენიმე კვირიანი პაუზა "ლივერპულის" ფეხბურთელებმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა და ენდრიუ რობერტსონმა შესანიშნავ გამოიყენეს - მათ დუბაიში არდადეგები მოიწყვეს.
შოტლანდიელმა ვარსკვლავმა ამ საკითხზე ისაუბრა:
"დუბაი ყოველთვის შესანიშნავია, ასე არაა? დასვენება ხანდახან გვეხმარება, ხანდახან პირიქით, თუმცა ვიცი, რომ დაბრუნებისთანავე შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისთვის და "ლივერპულისთვის" ყველაფერს გავიღებ, ამიტომ არ ვღელავ.
საჭიროა, რომ ხანდახან განიტვირთო, დატკბე კარგი ამინდით და გარემოთი. გოლფი? ზოგადადაც და განსაკუთრებით სპორტსმენებისთვის, ერთ-ერთი ფავორიტი სპორტია. ფეხბურთი ძალიან დინამიკური სახეობაა, გოლფი კი რელაქსაციაში ძალიან მეხმარება", - განაცხადა მან.