ტრიპიე კლოპზე: "ამ საკითხთან დაკავშირებით მისი კომენტარები უსამართლოა"

ტრიპიე კლოპზე: "ამ საკითხთან დაკავშირებით მისი კომენტარები უსამართლოა"

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულმა" მადრიდის 'ატლეტიკო" ორჯერ დაამარცხა, თუმცა მერსისაიდული გრანდი "როხიბლანკოს" წინა სეზონებშიც არაერთხელ შეხვედრია. 

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ არ იყენებს დიეგო სიმეონე გუნდის შეტევით პოტენციალს უკეთ და რატომ ათამაშებს ყველა მათგანს სიღრმიდან.

კირან ტრიპიე, რომელმაც "ატლეტიკო" რამდენიმე კვირის წინ დატოვა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, კლოპის ამ განცხადებას გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, მისი კომენტარები ცოტათი უსამართლოა. მესმის იურგენის ლოგიკისაც, მაგრამ დიეგო სიმეონემ ძალიან ბევრს მიაღწია, "ატლეტიკოსთან" ერთად 8 ტიტულის მოგება შეძლო.

რთულია, ჩახვიდე ენფილდზე და შემტევი, გახსნილი ფეხბურთი ითამაშო, რადგან დაისჯები", - განაცხადა მან.

4 თვის წინ
293 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ