სრულიად მოულოდნელად - "ლივერპული" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველ ტრანსფერს უახლოვდება!
პოლ ჯოისის ინფორმაციით, რომელიც ძალიან სანდო ჟურნალისტია, მერსისაიდული გრანდი ლუის დიაზს გაიფორმებს.
როგორც ირკვევა, "პორტო" "ლივერპულის" 37 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა, ამასთან ერთად, პაკო ბელმონტეს ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდის ტრანსფერი მისმა აგენტმაც დაადასტურა.
მისი გადაბირება ლონდონის "ტოტენჰემსაც" უნდოდა, თუმცა არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და მუშაობა იურგენ კლოპთან ამჯობინა.