"ლივერპული" ლუის დიაზის ტრანსფერის დასახურად აქტიურად მუშაობს.
Liverpool Echo-ს ინფორმაციით, მერსისაიდულმა გრანდმა კოლუმბიელის ტრანსფერი 37 მილიონ ევროდ შეათანხმა, მაგრამ ფაბრიციო რომანო სხვაგვარ ცნობას გვაწვდის.
იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, რომ სულ მალე, მერსისაიდული გრანდი დიაზის სანაცვლოდ 65 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს - გარანტირებული 40 მილიონი, 20 მილიონი მარტივი, ხოლო 5 მილიონი რთული ბონუსის სახით.
ხელფასის თაობაზე აგენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "პორტომ" ფეხბურთელის თაობაზე პირველი შეთავაზება ლონდონის "ტოტენჰემს" დაუბლოკა.